გერმანიაში კორონავირუსის 1 916 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 916 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 267 773-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 9 378-ს მიაღწია.

შეგახსნებთ, გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ევროპაში შემაშფოთებელია და ამ კუთხით კონტინენტზე „ძალიან სერიოზული სიტუაციაა.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა