აშშ საქართველოსთან 5G ქსელთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს

შეერთებული შტატები საქართველოსთან 5G ქსელთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას აპირებს, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოქმედი თანაშემწის ფილიპ რიკერის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენილ ანგარიშშია ნათქვამი.

„30-მა ქვეყანამ შეიტანა წვლილი ე.წ. „პრაღის წინადადებაში,“ უსაფრთხო 5G ქსელის ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ისე, რომ არ გამოუყენებიათ მიმწოდებელები ავტორიტარული ქვეყნებიდან, ისეთიდან როგორიც ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება იგეგემება უკრაინასთან, საქართველოსთან და სერბეთთან, რათა ამ პარტნიორმა სახელმწიფოებმა იკისრონ ვალდებულება, აკრძალული ტექნოლოგიების გამოყენებისგან თავის შეკავების შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის ტექსტი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა