გერმანია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 37 დამკვირვებელს გამოაგზავნის

გერმანია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 37 დამკვირვებელს გამოაგზავნის. როგორც გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, დამკვირვებლების ნაწილი საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვა, მეორე ნაწილი კი ოქტომბრის ბოლოს.

"ვიმედოვნებ, გვეყოლება ODIHR-ის სრული სადამკვირვებლო მისია, სამასზე მეტი დამკვირვებლით იმისათვის, რომ ამ არჩევნებს სათანადოდ დავაკვირდეთ. ეს არჩევნები, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მოსდევს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებითაც შეიცვალა საარჩევნო სისტემა. ამრიგად, უკეთესი შანსი აქვთ შედარებით მცირე პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში. ყველა საელჩო, თქვენს მიერ დასახელებულების ჩათვლით, გულდასმით აკვირდება საარჩევნო კამპანიას და პარტიების აქტივობებს", - განაცხადა ქნირშმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა