მარინა ეზუგბაია - უარს არ ამბობენ დიდ ქორწილებზე, კვლავ ტარდება, რაც ძალიან ცუდია, თავი შევიკავოთ

ისევ არ ამბობენ უარს დიდ ქორწილებზე, კვლავ, ტარდება, რაც ძალიან ცუდია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

როგორც მარინა ეზუგბაია აცხადებს, აკრძალვების მიუხედავად, საზოგადოება რეგულაციებს არ იცავს. დიდი თავყრილობები კვლავ იმართება, რაც კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.

„2-3 დღეა, თითქმის სტაბილური მონაცემებია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ PCR დიაგნოსტიკა მკვეთრად გაზრდილია. PCR ტესტირება 2 კვირაში ძალიან გაზრდილია, თითქმის გაორმაგებულია. გუშინდელი მონაცემებით, ჩატარებულია 13 226 ტესტი. ასეთი გაზრდილი ტესტირების ფონზე, მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება.

ჩვენ, მოქალაქეებს მაღალი პასუხისმგებლობა გვქონდა, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ, რეგულაციები შევასრულოთ.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ისევ არ ამბობენ უარს დიდ ქორწილებზე, კვლავ, ტარდება, ეს ძალიან ცუდია. თავი შევიკავოთ, კარგია ეს ყველაფერი მაგრამ ვეცადოთ, დიდ თავყრილობებს თავი მოვარიდოთ, რათა დაავადება არ გავრცელდეს.

თუ რეგულაციებს შევასრულებთ, თავყრილობების შემცირებით და ნორმების გათვალისწინებით ეს მიღებული მონაცემები ალბათ სტაბილური იქნება და ამას ალბათ, მოჰყვება ახალი შემთხვევების შემცირება და დაღმართი. მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ოჯახებს, საკუთარ თავს, მეგობრებს. დავიცვათ ერთმანეთი“, -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან ერთი კრიტიკულად მძიმეა, 4 კი მძიმე პაციენტი.

იხილეთ ვიდეო:უარს არ ამბობენ დიდ ქორწილებზე, კვლავ ტარდება, რაც ძალიან ცუდია, თავი შევიკავოთ - მარინა ეზუგბაია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა