მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებზე 31 000 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 94% საქართველოს მოქალაქეა

პანდემიის გამო შენელებული სამშენებლო პროცესის გაფართოების შემდეგ, რიკოთის საუღელტეხილო გზის ოთხივე მონაკვეთზე 10 000-მდე ადამიანი დასაქმდება, საიდანაც 75-80% საქართველოს მოქალაქე იქნება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, 31 000 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 94% საქართველოს მოქალაქეა.

„რაც შეეხება რიკოთზე დასაქმებულ ჩვენი ქვეყნის 3 000 მოქალაქეს და 1000 უცხოელ სპეციალისტს, ასეთი პროპორცია განპირობებულია იმით, რომ ეს პროექტი განსხვავებული მასშტაბისა და სირთულისაა. ეს არის ისეთი მშენებლობა, როგორი გამოცდილებაც, სამწუხაროდ, ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია. როდესაც სოლიდურ ინვესტიციებს ვდებთ, აუცილებელია, რომ ყველა პროექტი იყოს ხარისხიანი. რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობას, ბევრი ისტორია მოვისმინე, რომ ადამიანები დაბრუნდნენ თავის მშობლიურ კუთხეში და მუშაობენ სხვადასხვა პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება ხვალ და ზეგ მათ ახალ პროექტებში უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება