სერგი კაპანაძე - ქვეყანა რომ მიუახლოვდეს ნატო-ში ინტეგრაციას, არ უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელსაც გავრილოვი ჩამოჰყავს ქვეყანაში

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს აფასებს და აცხადებს, რომ თუ ქვეყანას სურს მიუახლოვდეს ნატოს, მისი დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს.

კაპანაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა აწარმოოს პროაქტიური საგარეო პოლიტიკა და არა ისეთი პასიური, როგორსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ატარებს.

როგორც სერგი კაპანაძე აღნიშნავს, ამისთვის გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო.

„ქვეყანა რომ მიუახლოვდეს ნატო-ს, უნდა ჰქონდეს ისეთი დემოკრატია, რომელშიც არანაირი კითხვის ნიშანი არ იქნება, უნდა ჰყავდეს ისეთი მთავრობა, რომლის პროდასავლურობაში არავის ეჭვი არ ეპარება და არ უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელსაც გავრილოვი ჩამოჰყავს ქვეყანაში და იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს, იყენებს კოვიდს პოლიტიკური ქულების დასაწერად, წირავს ამას ეკონომიკას და წინსვლის არანაირი გეგმა არ გააჩნია.

როდესაც ასეთი მთავრობა გყავს, ნატოში ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია. ამიტომ, ამ მთავრობის შეცვლის შემდეგ, დაჩქარდება ნატოში ინტეგრაციის პროცესი.

რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი მტერი და აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და ამას იყენებს იმისათვის, რომ შეაფერხოს ჩვენი ნატოში ინტეგრაციის პროცესი. ჩვენი კონტრ-ზომები, ასეთ რეალობაში, ერთადერთი კონტრ-ზომა, არის, რომ რუსეთზე იყოს მუდმივი ზეწოლა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, რომ მან არ გააგრძელოს ამ ფაქტორების გამოყენება ჩვენი დასავლური ინტეგრაციის შესაფერხებლად.

მთავარი, რაც შესაცვლელია, ამ საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც ეს ჩაფლავებული გუნდი აწარმოებს, არის ის, რომ იყოს პროაქტიური პოლიტიკა, ჩვენი ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული, იყოს რუსეთთან დიპლომატიური დაპირისპირება, სადაც საჭიროა და შესაძლებელია, არ ხდებოდეს ილუზიის შექმნა, რომ ჩვენ ორმხრივი დიალოგით ვაგვარებთ პრობლემებს რუსეთთან, რაც არ არის რეალობა. სწორედ ეს არის შესაცვლელი მას შემდეგ, რაც ივანიშვილი დამარცხდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო