რატი იონათამიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ "ევროპული საქართველოს" მიერ გაგზავნილი კითხვები არაკომპეტენტურია, ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ინტერპელაციის წესს

მიუხედავად იმისა, რომ "ევროპული საქართველოს" ფრაქციის მხრიდან გაგზავნილი კითხვები საკმაოდ არაკომპეტენტურია ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ინტერპელაციის წესს და ამიტომ ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დღეს პარლამენტში მოვა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხი შეაფასა.

დეპუტატის თქმით, იმ კითხვებს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მინისტრს გაეგზავნა, პასუხი უკვე გაეცა, როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით,ისე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებული ანგარიშით.

"ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ უკვე ორმაგად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ამ კითხვების ავტორები, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ, ამ შემთხვევას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვესაუბროთ იმ მნიშვნელოვან წარმატებებზე, რაც ამ მიმართულებით საქართველოს გააჩნია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას ელოდებიან. მინისტრი პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს