სერგეი ლავროვი - ჩვენ ვხედავთ ქართველი პოლიტიკოსების გამოჩენას, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრე არიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმისთვის ჯერ კიდევ 1 წლის წინ იყო მზად, თუმცა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე, რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ მოხდარმა ძალადობის ფაქტმა ყველაფერი შეცვალა. ამის შესახებ მან თინა კანდელაკის გადაცემა „სპეციალურ სტუმარში“ განაცხადა.

ლავროვის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობები აღდგება და ის პროვოკატორები, რომლებიც ამას ხელს უშლიან დაითრგუნებიან.

„ქართველებს ვიზის მიღების შემთხვევაში ახლაც შეუძლიათ რუსეთში ჩამოსვლა და ვიზის მიღების შემთხვევაში, რუსეთში ჩამოსვლის არანაირი შეზღუდვა არ არის.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის თემას, ჩვენ, როგორც იცით 1 წლის წინ მზად ვიყავით ამისათვის, სულ რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი, რომ ჩვენ ამის შესახებ გამოგვეცხადებინა, მაგრამ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე მოხდა ის შემთხვევა რუსეთის პარლამენტის დელეგაციასთან დაკავშირებით, როდესაც თვითონ მოიწვიეს, ჩასვეს სავარძელში და ამისათვის თვითონვე პრაქტიკულად ძალა გამოიყენეს მათ წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა აღდგება, დალაგდება და ჩვენ ვხედავთ ქართველი პოლიტიკოსების გამოჩენას, რომლებიც ამის მომხრე არიან, ეს ჯერ მცირე პარტიებია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ტრადიციული, ისტორიული სიახლოვე აღდგება. ის პროვოკატორები კი, რომლებიც ცდილობენ საშუალება არ მისცენ საქართველოს, რუსეთთან ურთიერთობაში ნორმალურ რელსებზე დაბრუნდეს, დაითრგუნებიან“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

იხილეთ ვიდეო:"20 ივნისს ქართველებმა დაგვპატიჟეს და ჩაგვსვეს სავარძელში, მერე კი ძალის გამოყენება დაიწყეს. მე მჯერა, რომ ჩვენ ტრადიციულ ურთიერთობას აღვადგენთ" - რა ისაუბრა ლავროვმა თინა კანდელაკთან?

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს