გიორგი კოდუა - შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს ტრანსპორტისა და ავიაციის გარეშე

არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB Georgia“ სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ავიაციის ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაციას მართავს თემაზე - „საქართველოს ავიაციის როლი და ფუნქცია სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში“.

„HUB Georgia“-ს დამფუძნებლის გიორგი კოდუას განცხადებით, დღეს პოლიტიკოსებთან ერთად განიხილავენ იმ საკითხებსა და ნაბიჯებს, რომელიც კორონავირუსის პირობებში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გადასალახად აღნიშნულ სფეროს სჭირდება.

„ჩვენ დღეს გვაქვს კონფერენცია ავიაციასთან მიმართებაში, თუ რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრია. თუ როგორ განვითარდა ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ავიაცია, რა პრობლემები ჰქონდა, რა ხარვეზები იყო, რა არის საჭირო და რა ღონისძებებია დასაგეგმი იმისთვის, რომ კორონავირუსის მიერ შექმნილი პრობლემები გადავლახოთ და დავსახოთ ქვეყნის შემდეგი განვითარების გეგმა, თუ როგორ უნდა ამოვიდეს ამ კრიზისიდან საქართველოს ეკონომიკა. შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს ტრანსპორტისა და ავიაციის გარეშე, შესაბამისად, ჩვენ გვექნება ამ საკითხებზე საუბარი პოლიტიკური ფიგურების სრულ სპექტრთან. ვისაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარება აინტერესებს ჩვენ ამას წარვუდგენთ და რა თქმა უნდა, მათგანაც გვექნება კითხვა -პასუხის რეჟიმი“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს