გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებამ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქმედითი და დროული ნაბიჯები უნდა გადადგას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებამ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქმედითი და დროული ნაბიჯები უნდა გადადგას.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ხედვა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით ტურიზმის ინდუსტრიისთვის შეზღუდვების მოხსნას, გადასახდების დაწევას და საწვევზე აქციზის გადასახადის დაწევას ითვალისწინებს.

„რომ დავითვალოთ, იანვარი-სექტემბრის განმავლობაში მინიმუმ 30 თეთრით არის გაუფასურებული ლარი. ამან დაარტყა იმ ადამიანებს, ვისაც სესხი ჰქონდა აღებული. კორონავირუსის პანდემიის და ეკონომიკის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფნის დროს ეს არის უმძიმესი ვითარება ადამიანებისთვის. მათთვის, ვისაც თუნდაც გადაუვადეს სესხები, არ გამქრალა ეს პრობლემა და ისევ მწვავედ დგას ეს საკთხი. იმპორტირებულ საქონელზე ფასების ავარდნამ მყისიერად იმოქმედა საშუალო კლასსა და გაჭირვებულებზე. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი დათვლილი გეგმა, რა უნდა მოხდეს როგორც საშემოსავლო გადასახადზე, ისე დღგ-სა და აქციზზე. შემდეგი არის ტურტულ ინდუსტრიასთან მიმართებით გადადგმული კატასტროფული ნაბიჯები, როცა უსაფრთხო ქვეყნებიდანაც არ არის გახსნილი მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოში. ამ მძიმე ვითარებაში როცა ამას აკეთებ, ამით ამცირებ დოლარის შემოსვლას ქვეყანაში, რაც ეკონომიკური კრიზისის ფონზე უშუალო მიზეზია იმის, რაც ხდება ლართან მიმართებით. ჩვენ არ გვჯერა, რომ ივანიშვილის მთავრობას აქვს პოლიტიკური ნება იმისი, რომ ეს ნაბიჯები გადადგას დღეს. ეს ცვლილებები არის აუცილებელი და თუ ივანიშვილის მთავრობა ამას ახლა არ გააკეთებს, ეს უნდა გაკეთდეს მათი დამარცხების შემდეგ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს