დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დავით გურამიშვილმა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს დეტალურად გააცნო ის პროექტები, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირების განსახლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება.

,,შეხვედრის მიზანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისთვის - „კონფლიქტი საქართველოში“, დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა. შეხვედრის დასასრულს, ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებმა დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა