რომან გოცირიძე - თვენახევარი დარჩა და როგორმე უნდა გავძლოთ, რომ 8-წლიანი წარუმატებელი მმართველობა ისტორიას ჩავაბაროთ

დღეს როგორც ჩანს, იქნება მთავრობის ბოლო პრეზანტაცია, მათი წარუმატებელი საქმიანობის, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ლარის კურსის გაუფასურებას და პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრის მისვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მთავრობამ არ გაითვალისწინა ის რჩევები, რომელსაც ოპოზიცია აძლევდა, შესაბამისად, ლარის კურსის დაჭერის ერთადერთი მექანიზმი - ეროვნული ბანკის ინტერვენციები დარჩა.

„ ვეუბნებოდით რომ ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგინეს, იქნებოდა ეკონომიკური დესტაბილიზაციის მთავარი წყარო - არ დაიჯერეს. ვეუბნებოდით რომ ლარი ჩამოიშლება, დღეს ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არის ეროვნული ბანკის ინტერვენციები, რეზერვების გაყიდვა, სხვა არაფერი შემორჩა მთავრობას, რადგან მას უკვე ყველა პროცესი გაექცა და აგერ ვხედავთ სომხური სცენარით მიდის ჩვენდა საუბედუროდ ეპიდემიის გავრცელების პროცესიც. ყველაფერი რასაც ვეუბნებოდით 100%-ით ახდა.

რაც შეეხება გამოსავალს, ისმის შეძახილები, რომ ჩვენი ოქროს რეზერვები არ გაგვინადგუროთ და შემოვინახოთ, რომ არა ინტერვენციები ლარი დღე იქნებოდა არნახულ ნიშნულზე, შუქსაც ვერ ჩართავდით სახლში, ენერგეტიკა ჩამოიშლებოდა, ბიზნესები გაჩერდებოდა და ფასების საშინელი ზრდა იქნებოდა. დღეს ინტერვენციები არის იმის საშუალება, რომ როგორმე მივიდეთ არჩევნებამდე, ნორმალური გონივრული ხელისუფლების ფორმირებამდე.

მთავარი კითხვა მთავრობასთან, რომელსაც დღეს ეკონომიკის მინისტრი წარმოდგენს იქნება - სად არის თქვენი ნაქები ანტიკრიზისული გეგმა, რატომ დაანგრიეთ 6 თვეში ეკონომიკა, რატომ არის დღეს ლარი ჩამოშლილი, რატომ არ უფასურდება ეროვნული ვალუტა სომხეთში, აზერბაიჯანში და რატომ არის, რომ პანდემიის კრიზისმა ყველაზე მძიმედ და დამანგრევლად გადაიარა საქართველოზე, იმიტომ რომ ხართ არაკომპეტენტურები და ყველაფერი აგებული იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს, არის ის, რომ დარჩა თვენახევარი და როგორმე უნდა გავძლოთ, რომ შემდეგ ჩავაბაროთ ისტორიას ეს 8 წლიანი წარუმატებელი მმართველობა,“- განაცხად გოცირიძემ.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას მოუსმენენ. ეკონომიკის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, შესაბამისად, პარტიის წევრები სხდომას დაესწრებიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო