სეული კორონავირუსის გავრცელებით მიყენებული ზარალისთვის ეკლესიას 4 მილიონ დოლარს სთხოვს

სამხრეთ კორეის დედაქალაქის მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელის შეშლისა და ზარალის მიყენებისთვის “სარანგ ჯეილის ეკლესიისგან" და მისი წინამძღვრისგან, იუნ კვან-ჰუნისგან 4.6 მილიარდი ვონის (4 მილიონი აშშ დოლარი) გადახდას ითხოვს.

ქალაქის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი “სარანგ ჯეილის“ ეკლესიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, ვინაიდან ეკლესია არ ემორჩილება სოციალური დისტანციის რეგულაციებს, ხელს უშლის ტესტირებისა და კონტაქტების გამოვლენის პროცედურებს და ხელისუფლებას მრევლის შესახებ სიას არ აწვდის, რითაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ართულებს.

მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი ტალღა ეკლესიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მრევლმა აგვისტოს შუა რიცხვებში სეულის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა და დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს კლასტერად იქცა. აფეთქებამ ინფექციის დღიური შემთხვევების სამჯერ მატება გამოიწვია.

სეულის ხელისუფლების შეფასებით, ახალმა კლასტერმა ქვეყანას 13.1 მილიარდი ვონის (11.3 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ზარალი მიაყენა, საიდანაც დედაქალაქისთვის მიყენებული ზარალი 4.6 მილიარდ ვონს შეადგენს.

“სარანგ ჯეილის ეკლესიის" წინააღდეგ სარჩელის შეტანასა და ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს ეროვნული სამედიცინო სადაზღვევო სამსახურიც. უწყება 5.5 მილიარდ ვონსს (4.7 მილიონი აშშ დოლარი) მოითხოვენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა