ნათია თურნავა „ევროპულ საქართველოს“ - დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს ჩამოგიყვანთ

დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების შეკითხვას, რომელიც ფრენების აღდგენას შეეხებოდა.

თურნავას თქმით, „ევროპული საქართველო“ ქმნის ილუზიას, რომ მმართველი გუნდი უცხოეთში მყოფ მათ ამომრჩველს არჩევნებში მონაწილეობაში ხელს უშლის.

„ის პოლიტიკური მოტივი, რომ თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ხელს ვუშლით აქ შემოსვლაში, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს, აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მე კარგად მესმის, რომ ეს არის თქვენი მცდელობა, შექმნათ ილუზია, რომ სადღაც შორს არსებობს თქვენი მასობრივი ამომრჩეველი და საქართველოს ხელისუფლება უშლის ხელს. დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ”, - განაცხადა თურნავამ.

მისივე განცხადებით, საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს.

„საქართველოს მართავს პასუხისმგებლიანი „ქართული ოცნების“ გუნდი და როგორც აქამდე წარმატებულად ვუმკლავდებოდით ამ გამოწვევებს, ასევე წარმატებულად გავაგრძელებთ უკვე ახლა, ეკონომიკის გახსნის პირობებში. ის პირველი ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები, რაც გამოვლინდა, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და სირთულისა, ჩვენი მხრიდან გაძლიერდება და მომავალ წელს უკვე სულ სხვა პოზიტიური დინამიკით შევხვდებით“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარსდგა. თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
ირმა ინაშვილი - 8 წელია სადისტები გვასხედან თავზე (R)
Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრულ მარკეტინგში
ეფექტური ლოგისტიკა, როგორც სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების მექანიზმი (R)
დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს