ნათია თურნავას ოპოზიციის მიმართ განცხადებას პარლამენტში ხმაური მოჰყვა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება ახლანდელი ოპოზიციის შეფასებაში ეხმარება. აღნიშნულის შესახებ თურნავამ პარლამენტში, პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის წესით არის მიწვეული. მინისტრის აღნიშნულ განცხადებას სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხრიდან მცირე ხმაური მოჰყვა.

„წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდი სახელმწიფო თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და მაშინაც ვემსახურებოდი ჩემს საქმეს. ეს სხვათა შორის, ძალიან მეხმარება თქვენს შეფასებაში, სხვაზე უკეთესად, შეიძლება. 2006 წლის ნოემბრამდე იქ ვიყავი და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თქვენ თავი რეფორმებს და როდის გადახვედით ბიზნესის ტერორზე, ამიტომ სრულიად თამამად შემიძლია შეფასება გავაკეთო,“- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ოპოზიცია არაეფექტურ პროგრამებზე საუბრობს, თუმცა, ამის კარგი მაგალითია მათი ხელისუფლების დროს, სახელმწიფო რკინიგზის სესხი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროექტის განსახორციელებლად.

„არაეფექტურ პროგრამებზე რომ საუბრობთ, ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ის, რომ სახელმწიფო რკინიგზას „აკიდეთ“- უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, 500 მილიონი დოლარის ვალი, სესხი ორი ურთიერთგამომრიცხავი პროექტის შესასრულებლად, ერთი მხრივ, მოდერნიზაცია, ანუ გამტარუნარიანობის გაზრდა, რომელსაც ჩვენ ვამთავრებთ დღეს და მეორე მხრივ, შემოვლითი რკინიგზა, რომელიც ამცირებდა ამ გამტარუნარიანობას. ამას ერთდროულად აფინანსებდით. ასევე არაეფექტური პროგრამების მაგალითი არის პომპეზური შენობები, რომელიც საპრივატიზაციოდ გვაქვს დღეს და რთულად თუ მოიძებნება ფუნქციონალი რითი დავტვირთოთ, თავის დროზე კი ძალიან ძვირი დაჯდა,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას უსმენენ. ეკონომიკის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

იხილეთ ვიდეო:

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება