საქართველოდან 776 ტონა ვაშლია ექსპორტირებული

17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 776 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-ჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (722.3 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (51.4 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (2.5 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,10 ტონა).

მათივე ინფორმაციით, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა