ჩინეთმა ტაივანის ყურესთან „სუვერენიტეტის დაცვის“ მიზნით სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანის ყურესთან საკუთარი „სუვერენიტეტის დაცვის“ მიზნით სამხედრო წვრთნები დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ქით კრაჩის, ტაივანში ვიზიტის პარალელურად დაიწყო.

BBC-ი წერს, რომ ჩინეთი თვითმმართველ ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს. გამოცემის ცნობით, ქით კრაჩი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია, რომელიც ტაივანში ჩავიდა. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, რენ გუოუჯანმა აშშ და ტაივანი შეთქმულების გაღრმავებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ჩინეთის კონტროლისთვის ტაივანის გამოყენება მხოლოდ ილუზიაა. „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა