ნათია თურნავა „ევროპული საქართველოს“ წევრებს - თქვენი ნამართი კრიზისი ვნახეთ 2008 წელს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები, ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე

თქვენი ნამართი კრიზისი ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე, ქვეყნის დასატოვებლად,- ასე მიმართა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ნათია თურნავას აღნიშნულ განცხადებას, კრიზისის მართვასთან დაკავშირებით, სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

„როდესაც კრიზისთან გამკლავებაზე ვსაუბრობთ, თავი ისე ნუ მოგაქვთ, რომ თქვენ გაქვთ კრიზისის მართვის უპირატესი რეცეპტი ჩვენთან შედარებით. ძალიან მტკივა ხოლმე ამის გამეორება, მაგრამ როგორც ჩანს საჭიროა - თქვენი ნამართი კრიზისი ჩვენ ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დღევანდელი თქვენი და თქვენი მეგობარი პოლიტიკური ძალის ლიდერები, ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე, ქვეყნის დასატოვებლად. თქვენი ერთ-ერთი დღევანდელი პოლიტიკური ლიდერი, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, მოგვიწოდებდა ქართველ ხალხს დანა -ჩანგლით შეიარაღებულები შეხვედროდნენ მტერს, ანუ ბედის ანაბარა დატოვეთ მაშინ ხალხი და ახლა ჭკუას გვარიგებთ, როგორ ვმართოთ კრიზისები.

არანაირი პოზიტიური გამოცდილება კრიზისების მართვით გასაზიარებელი არც ხალხთან და არც ჩვენთან არ გაქვთ, ამიტომ თქვენგან ჭკუის დარიგება მიუღებელია“,-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. ნათია თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს