თეონა აქუბარდია - ლავროვის განცხადება „ოცნების“ და საქართველოში ანტიდასავლურად განწყობილი პარტიების პირდაპირ მხარდაჭერად შეიძლება აღვიქვათ

"სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერი, თეონა აქუბარდია სერგეი ლავროვის მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ლავროვის ეს განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ რუსეთი საარჩევნო პერიოდში საქართველოს შიდა პროცესებში ჩაერევა.

აქუბარდიას თქმით, ლავროვი სიცოცხლეზე მუქარით ცდილობს საქართველოს მოსახლეობას რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის უალტერნატივობა დაანახოს.

"ცნობილია, რომ რუსეთი შეეცდება საარჩევნო პერიოდში ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში და გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. ამის შესახებ დიდი ხანია საუბრობს ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩიც.

აღნიშნული განცხადება სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ლავროვი სიცოცხლეზე მუქარით ცდილობს საქართველოში დაანახოს მოსახლეობას რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის უალტერნატივობა. ამასთან მისი განცხადება აგვისტოს ომზე, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ჩვენი ჯარის მომზადებასა და ამ ომის დაწყების საქართველოზე გადაბრალება სამწუხაროდ ემთხვევა „ქართული ოცნების“ ნარატივს. მეტიც, როდესაც მცოცავი ოკუპაციის ფონზე „ოცნება“ აცხადებს, რომ ის არის ერთადერთი მთავრობა, რომელსაც ომი არ ჰქონია რუსეთთან, არ დაუკარგავს ტერიტორიები და ის არის გარანტია სტაბილურობის და მშვიდობის, სწორედაც აძლიერებს ამ განწყობებს.

ის, რომ რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია 2008 წელს და დღესაც აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას და უკანონო ბორდერიზაციას აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მხარდაჭერილია მათ მიერ და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მხოლოდ ამ პრინციპის პატივისცემით, ქვეყნის სრული დეოკუპაციით და რუსული საოკუპაციო ჯარების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანით", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს