პირი, რომელმაც მიხეილ რამიშვილს ბაჩალიაშვილის საქმეზე სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა, აცხადებს, რომ მასალა უცხოეთიდან გამოუგზავნეს

პირი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა, აცხადებს, რომ აღნიშნული მასალა მას პარტნიორებმა უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დავით ფურცხვანიძე განმარტავს, მას ანალიტიკური სააგენტო აქვს და „დიდ საქმეს“ იძიებს, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეც.

„ვადასტურებ, რომ ეს ფოტოები მე მქონდა და ადვოკატს მე მივაწოდე, სხვა საკონტაქტო პირი ამ საქმეში არ მყოლია. უცხოეთიდან მოვიპოვე, წყაროს უფრო კონკრეტულად არ დავასახელებ. ჩემმა პარტნიორმა მეგობრებმა გამომიგზავნეს. ვიძიებ დიდ საქმეს, რომლის ნაწილიც არის ეს მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა. ყოველ შემთხვევაში, მე თვითმკვლელობის ვერსიას არ ვემხრობი. ანალიტიკური სააგენტო მაქვს და ამ და სხვა ტიპის საქმეებს ვიძიებ. ბაჩალიაშვილის საქმე ამ დიდი საქმის შემადგენელი ნაწილია.

პროკურატურას ბევრი რაღაცის საუბარი შეუძლია, რაც უნდა დაამტკიცოს. თუ ეს მონტაჟი და ყალბია, სახელმწიფო სტრუქტურას სრული შესაძლებლობა აქვს, გამოითხოვოს ასეთივე ფოტოები და დაადასტუროს საპირისპირო“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსტერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო