სალომე სამადაშვილი ნათია თურნავას - თვითონაც არ გჯერათ ამ სულელური ზღაპრების, როგორც ჩანს, არამარტო მორალური კომპასი გაქვთ გაფუჭებული, არამედ პროფესიულიც

როგორც ჩანს, არამარტო მორალური კომპასი გაქვთ გაფუჭებული და დაშლილი, არამედ პროფესიულიც“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სადამაშვილმა პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას.

სამადაშვილის თმით, საქართველოს მოსახლეობა გაღატაკებულია.

„მართალია თქვენი უფროსის და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ივანიშვილებს ოჯახის მსგავსად არ ხართ მოწყვეტილი რეალობას, რომ „ტიკ-ტოკის“ ვიდეოებით ერთობოდეთ, როდესაც დაზაფრული ქართველი ხალხი ელოდება მშიერ ზამთარს და არ იცის თავი როგორ გადაირჩიონოს, მაგრამ არანაკლებ მოწყვეტილი ხართ რეალობას და მე მგონი, თვითონაც არ გჯერათ იმ სულელური ზღაპრების, რომელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან აკადრებთ ოპოზიციას კი არა, ქართველ ხალხს და საქართველოს საზოგადოებას. მინდა შეგახსენოთ, ვის ესაურებით. ესაუბრებით იმ ხალხს, სადაც ადამიანების 70%-ზე მეტი ცხოვრობს სიღარიბეში. თავი რომ მოგაქვთ აქ თქვენი ეკონომიკური პროგრამებით, დღეს საქართველოში 7%-ია მხოლოდ საშუალო ფენა. ჩემთვის უცნაურია ასეთი გადასარევი ეკონომიკური პოლიტიკა თუ გქონდთ 8 წლის მანძილზე და თქვენ, რომელიც წინა ხელისუფლების წევრიც იყავით და ამ ხელისუფლების წევრიც ხართ, ტრიბუნიდან ბედავთ და გვეუბნებით, რომ უხერხული იყო წინა ხელისუფლების რიგებში ყოფნა, ახლა თავი მოგაქვთ და ამაყობთ ამ ხელისუფლების წევრობით, რაზე გვესაუბრებით საერთოდ, როცა ლარის კურსი თავისუფალ ვარდნაშია და გაღატაკებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ? როგორც ჩანს, არამარტო მორალური კომპასი გაქვთ გაფუჭებული და დაშლილი, არამედ პროფესიულიც“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ბიუჯეტის თანხებს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ხალხის დასაქმებაში ხარჯავს.

„ახლა რომ გვესაურებრით ქუთაისის აეროპორტი უნდა გავაფართოვოთო, აქამდე რას აკეთებდით? 8 წელია ხელისუფლებას მართავთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 ახალი აეროპორტი ააშენა. დღევანდელმა ხელისუფლებამ არც ერთი იმიტომ, რომ იცით რაში ხარჯავთ ბიუჯეტში შემოსულ სახსრებს? საკუთრი პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ხალხის დასაქმებაში უაზრო თანამდებობებზე, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს არავისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე კვირაში გასცემს პასუხს.

„ საკუთარ კომფორტში მოწყობილები თავს ნუ მოიტყუებთ. რამდენ სამშვილიან გამწარებულ დედას ჩააგდებს თქვენი პოლიცია მანქანაში, რომ გააჩუმოს? ვერ ჩააგდებთ, ვერ გააჩუმებთ ამ ხალხს! თქვენგან დამშეული, უკიდურეს სიღაკატეში ჩაგდებული საზოგადოება აუცილებლად გაგცემთ პასუხს რამდენიმე კვირაში, რადგან აქ არც ერთი კითხვაზე თქვენ პასუხი არ გაქვთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარსდგა. თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა