IDFI საქართველოში ფარული მიყურადების თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართველოში ფარული მიყურადების თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

მათი შეფასებით, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, რადგან არსებული სამართლებრივი მოწესრიგება კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარ გარანტიებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ასევე პრობლემად რჩება „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერი, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩარევის უფლებამოსილებას ანიჭებს.

„ნდობის ჯგუფს, რომელიც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს, მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნია კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმები. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კონტროლის დადგენილი წესი არის ბუნდოვანი და არ იძლევა სააგენტოს საქმიანობის საფუძვლიანად შემოწმების შესაძლებლობას.

2016 წლიდან 2020 წლის პირველი და მეორე კვარტლის ჩათვლით მონაცემებით, სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სასამართლოების მიერ განხილული შუამდგომლობების რიცხვი ჯამში იყო 3 467. თბილისში შუამდგომლობების მატების ტენდენცია 2016 წლიდან გრძელდება და 2019 წელს უმაღლესი ნიშნული - 669 დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1.6%-ით აღემატება.

2019 წელს საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ჯამში 7084 შუამდგომლობა შევიდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2019 წლის მონაცემების მიხედვით, ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობების რიცხვმა მცირედით დაიკლო 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, თუმცა ის თითქმის ორჯერ აღემატება 2017 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

„საგულისხმოა, რომ თაღლითობასთან დაკავშირებით ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე შუამდგომლობების რაოდენობა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. 2019 წელს შუამდგომლობით მიმართვის რაოდენობა გაიზარდა ასევე განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასთან დაკავშირებით, თუმცა საგრძნობლად, 61.4%-ით შემცირდა ყაჩაღობასთან, ხოლო 36%-ით - ქურდული სამყაროს წევრობასთან და კანონიერ ქურდობასთან მიმართებით.

2016 წლიდან 2020 წლის 1-ლი და მე-2 კვარტლის ჩათვლით, ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე შემოსული შუამდგომლობების ჯამური მაჩვენებლის 66.2% მოდის თბილისის საქალაქო სასამართლოზე, ხოლო დანარჩენი 33.8% გადანაწილებულია სხვა დანარჩენ 23 საქალაქო/რაიონულ სასამართლოზე. მოცემული სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში თავს იყრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებული შუამდგომლობების უდიდესი ნაწილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის შეფასებით, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, სამწუხაროდ, არ არსებობს განცდა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებებით პირადი ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა ლეგიტიმური მიზნის პროპორციულად ხორციელდება.

„ხელისუფლების მიმართ ნდობის ნაკლებობა განპირობებულია მისივე უმოქმედობით აღმოფხვრას არსებული ხარვეზები, რის აუცილებლობაზეც არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს