ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ნათია თურნავას საზოგადოებაში დაგროვებულ კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ გაუცია

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას, რომელიც პარლამენტში ინტეპელაციის წესით იმყოფება, საზოგადოებაში დაგროვებულ კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ გაუცია.

"ჩვენ, დღეს მისი მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრ გახარიას და "ქართული ოცნების" ქების რიტორიკა.რეალურად, კითხვები არის იმაზე, თუ როგორ აპირებს ეკონომიკა კრიზისიდან გამოსვლას, როგორ აპირებს ქვეყანა და მთავრობა, დაძლიოს კოვიდ19-ის გამო შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია. ამაზე მე პირადად, არანაირი პასუხი არ მიმიღია. დავსვი კითხვები და ვიმედოვნებ, რომ ქალბატონი ნათია ამ კითხვებს უპასუხებს და გამოვიტანთ რეალურ შინაარს მისი გამოსვლიდან" , - განაცხადა კობერიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში.

ცნობისთვის, პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მივიდა. მინისტრი პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო