წყალტუბოს მუნიციპალიტეტი კამპანიას "დავასუფთაოთ მსოფლიო" უერთდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი კამპანიას "დავასუფთაოთ მსოფლიო" შეურთდა. წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებითა და საერთაშორისო პროექტის "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" მხარდაჭერით, დასუფთავების აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე აქციაში მცირერიცხოვანი ჯგუფები ჩაერთნენ და სხვადასხვა დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.

პროექტის წარმომადგენლების განცხადებით, დასუფთავების აქციის ყველა მონაწილეს პირბადეები და ხელთათმანები გადაეცა.

პროექტი "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" დაფინანსებულია ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 წლების პროგრამის მიერ.

2020 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია: "ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის”, "დავიცვათ დისტანცია - დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო", დავიცვათ საქართველოს სისუფთავე!“

ცნობისთვის, საერთაშორისო კამპანია - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა. იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს აერთიანებს. დღეს მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო