გიგა ბოკერია - ჩვენი პრობლემა არის პოლიტიკური „კლოუნების“ ჯგუფი ივანიშვილის გარშემო, რომელთაც სურთ, დაგვტოვოს დამოკიდებული რუსეთის საფრთხეზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთისთვის პროვოკაციას წარმოადგენს არა რაიმე ერთი გუნდი, არამედ მთლიანად საქართველო, თავისუფლება, სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და თავისუფალი სამყარო.

ბოკერიას თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა ივანიშვილი და მისი გუნდია, რომელსაც მისივე შეფასებით სურს, ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთის საფრთხეზე დამოკიდებული დატოვოს.

„ჩვენი პრობლემა არის არა პატარა პარტიები, არამედ დიდი ჯგუფი პოლიტიკური „კლოუნების“ ივანიშვილის გარშემო, რომელსაც არ სურს არაფრის შეცვლა და სურს, რომ დაგვტოვოს დამოკიდებული რუსეთის საფრთხეზე ეკონომიკურად, პოლიტიკურად. მთელი ამ წლების განმავლობაში მათმა მოქმედებებმა ჩვენი ჩრდილოელი მტრის პოზიციები გააძლიერა და უფრო სუსტ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. ივანიშვილის და მისი ჯგუფის მოქმედებები რუსეთთან მიმართებით ძალიან დაუცველს გვხდის. რუსეთთან ურთიერთობა მაშინ დალაგდება, როდესაც ისინი აღარ შეგვიქმნიან საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით, ოკუპაცია შეწყდება და ეთნიკური წმენდის შედეგები აღმოიფხვრება. ეს არის ჩვენი და ქართველი ხალხის ამოცანა.

გასაგებია, რომ ლავროვი გვგულისხმობს ჩვენ და სხვა ევროპულ ძალებს, როდესაც პროვოკაციაზე საუბრობს, თუმცა პროვოკაციას რუსეთისთვის წარმოადგენს მთლიანად საქართველო. მათთვის პროვოკაციაა თავისუფლება, სუვერენიტეტი და მეზობლების სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის განცხადებასაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმისთვის ჯერ კიდევ 1 წლის წინ იყო მზად, თუმცა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე მოხდარმა ფაქტმა ყველაფერი შეცვალა. როგორც მან თინა კანდელაკის გადაცემა „სპეციალურ სტუმარში“ განაცხადა, მიუხედავად ყველაფრისა, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობები აღდგება და პროვოკატორები, რომლებიც ამას ხელს უშლიან, დაითრგუნებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს