ახალგაზრდობის სააგენტო პროექტის „არაფორმალური განათლება – გზა თვითგანვითარებისკენ“ მხარდასაჭერად მცხეთა-მთიანეთს ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „არაფორმალური განათლება–გზა თვითგანვითარებისკენ“ მხარდასაჭერად მცხეთა-მთიანეთს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდობის სააგენტო, თავისი სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად რეგიონულ ტურნეს ახორციელებს. დღეს, სააგენტო საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „არაფორმალური განათლება–გზა თვითგანვითარებისკენ“ მიმდინარეობის შესაფასებლად, მცხეთა მთიანეთს ეწვია.

ამასთან, ხსნებული პროექტი მიზნად ისახავს მცხეთა მთიანეთის რეგიონში ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხეშეწყობას და ადგილზე ახალგაზრდებისთვის იმ კომპეტენციების გადაცემას, რომლებიც მათ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

პროექტის ხანგრძლივობა 5 თვეს შეადგენს, 5 მოდულიან ტრენინგ კურსს მოიცავს, ესენია:

კომპიუტერული წიგნიერება, ციფრული შემოქმედების კურსი, თვითმართვადი სწავლა (საკუთარი საჭიროებების განსაზღვრა, სწავლის პროცესის დაგეგმვა და წარმართვა, ონლაინ რესურსების გამოყენება) დემოკრატიის საფუძვლებისა და ადამიანის უფლებების თეორიული კურსი და ძირითადი კომპეტენციები დასაქმებისთვის. საგანმანათლებლო კურსები ადაპტირებულია მობილურ ფორმატზეც, ცენტრიდან დაშორებულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტრენინგ კურსში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის 50–ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება. კომპეტენციების განვითარება პროექტში მონაწილე ბენეფიციარებს, დაეხმარებათ ადგილზე დასაქმებასა და თვითდასაქმებაში, რაც ,თავის მხრივ, არაპირდაპირ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მიგრაციის შემცირებასა და ცხოვრების ხარისხის ზრდას.

პროეტის ფარგლებში მიღებული შედეგების გავრცობის მიზნით, ყაზბეგში დაფუძნდება და აღიჭურვება არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც ახალგაზრდებს შესთავაზებს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სოციალური ინტეგრაციის, პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიზნად ისახავს ახალგაზრდული ორგანიზაციების, როგორც ახალგაზრდული სფეროს მთავარი მდგენელის გაძლიერებას, რომლებიც თავის მხრივ არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო