„საქართველოს რკინიგზა“ ქუთაისში,  რკინიგზის ორი თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“, 17 სექტემბერს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს რკინიგზის ორი თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას, უსამძიმრებს ოჯახებს და აცხადებს, რომ მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ.

ამასთანავე, „საქართველოს რკინიგზაში“ განმარტავენ, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული.

„სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ „საქართველოს რკინიგზაა“, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს „საქართველოს რკინიგზის“ კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, „საქართველოს რკინიგზის“ კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მეცხრე ჩიხში ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები არიან. დაშავდა ერთი პირი.ქუთაისში, ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება,

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო