ილია ელოშვილი - ვერ დავუშვებთ, რომ ძალადობის, რაიმეს გადაკეტვის, მუქარის ფონზე მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, სადაც უკანონო შეჭრა გახდება მომგებიანი ბიზნესი

დედაქალაქის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი ისნის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების პროტესტს ეხმაურება. როგორც მერის მოადგილე განმარტავს, ამ ეტაპზე 70 ოჯახი არის იდენტიფიცრებული, რომელსაც ფართები დაუკანონდება.

რაც შეეხება დარჩენილ ოჯახებს, ელოშვილის თქმით, თუ ისინი დააკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს, ფართები დაუკანონდებათ.

„ჩვენ გვაქვს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ვწყვეტთ დავუკანონოთ თუ არა ესა თუ ის საკუთრება ამ ადამიანებს. მინდა გამოვყო დევნილები, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ძალიან აქტიური პროგრამები დევნილების დახმარების და ამას გააჩნია მთელი რიგი წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ დევნილები დავაკმაყოფილოთ გარკვეული მუნიციპალური ფართებით, ეს უნდა იყოს ამ სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე და სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა მოხდეს დახმარების დუბლირება. დევნილმა უნდა აირჩიოს და ეს საკითხი გადაწყვიტოს სამინისტროსთან, სამინისტროს მხრიდან იღებს დახმარებას თუ მუნიციპალიტეტისგან.

რაც შეეხება არადევნილ მოსახლეობას, ჩვენ აქ გვაქვს ორი ძირითადი კრიტერიუმი. პირველი არის ის, რომ ამ ადამიანებს არ უნდა გააჩნდეთ სხვა საცხოვრებელი, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ დავუკანონებთ მუნიციპალიტეტის ფართს ადამიანს, რომელსაც სხვა ქონებაც გააჩნია და ასევე, ობიექტზე დაახლოებით 6 წელი უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, რადგან 6 წელი არის ხანდაზმულობის ვადა. 180 ოჯახთან აქტიურად მუშაობს გამგეობა, ჩვენ გვყავს 70 ოჯახი იდენტიფიცრებული იმ კატეგორიის, რომელსაც დიდი ალბათობით დაუკანონდებათ ფართები. მიმდინარეობს პროცესი, რომ ორშაბათიდან დაიწყოს ფართების აზომვა. სხვა ოჯახებსაც მინდა ვუთხრა, თუ ისინი დააკმაყოფილებენ არსებულ კრიტერიუმებს, მოხდება მათი დაკმაყოფილებაც. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ძალადობის, რაიმეს გადაკეტვის და მუქარის ფონზე მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, სადაც უკანონო შეჭრა გახდება მომგებიანი ბიზნესი”, - განაცხადა ელოშვილმა.

ცნობისთვის, ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ბინების დაკანონებას ითხოვდნენ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით