გია ვოლსკი - ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც შევხტებით სკამებზე და ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ, მაგრამ ადამიანმა რაც გააკეთა, დიდ სიას მოვიტან აქ და ჩამოვთვლი

ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც შევხტებით სკამებზე და ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ, მაგრამ ადამიანმა რაც გააკეთა, დიდ სიას მოვიტან აქ და ჩამოვთვლი, რა არის გაკეთებული, თავმდაბლად, დაყვედრების გარეშე,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ციფრებით მანიპულირებს, როცა ამბობს, რომ 70% შიმშილობს მაშინ, როცა მათ თავის მმართველობის პერიოდში მოსახლეობის დასახმარებლად არანაირი პოლიტიკა არ განუხორციელებიათ.

„არც ერთხელ არანაირი პოლიტიკა და სტრატეგია არ განუხორციელებიათ შეჭირვებული ან შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების დასახმარებლად, არც ერთი პროგრამა არ არის განხორციელებული. 50 ლარი დავაყვედროთ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს? არ არის ეს ჩვენს სტილში, არ არის ეს ჩვენი ხელწერა, ჩვენ არ ვართ ის ხალხი ვინც შევხტებით სკამებზე და ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ, მაგრამ ადამიანმა რაც გააკეთა, დიდ სიას მოვიტან აქ და ჩამოვთვლი რა არის გაკეთებული, თავმდაბლად, დაყვედრების გარეშე. ერთი საკითხი მაინც ვინმემ დამისახელოს, სად აქვს ცუდი გაკეთებული, ან რა საკითხია, რომელსაც ვერ გაწვდა ჩვენი ყურადღება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ტყუილია ყველაფერი, რასაც ოპოზიცია ამბობს და მათ ამით უნდათ მიიღონ დამატებით ხმები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა