ლინას ლინკევიჩუსი - ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია

ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ЛРТ-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, უნდა გადავხედოთ, რას ნიშნავს ეს, ნიშნავს ეს საზღვრების ტვირთებისთვის, თუ ადამიანებისთვის ჩაკეტვას, თუ კიდევ სხვა რამეს. იყო ასევე განცხადება, რომ ნახევარი არმია გადაისროლეს დასავლეთ საზღვრის დასაცავად. ეს არის არაადეკვატური ადამიანის არაადეკვატური რეაქცია არსებულ სიტუაციაზე“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდნეტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი იძულებულია, პოლონეთთან და ლიეტუვასთან საზღვრები ჩაკეტოს, უკრაინასთან კი სასაზღვრო კონტროლი გააძლიეროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა