სამგორის რაიონში ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ ერთი ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩა N1-თან მდებარე ამორტიზებული ბაგა-ბაღის შენობის ფლიგელს კონტრაქტორი კომპანია ოქტომბრის ბოლომდე დაშლის, რის შემდეგაც, ამავე ტერიტორიაზე დაკონსერვებული მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელი გახდება.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა სამხარაძეთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.

„მოსახლეობა აღნიშნულ დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობას წლებია ითხოვს. ამ რაიონში დღემდე, ერთადერთი ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივთა მაღალ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. წელს ამ შენობის დემონტაჟი დავიწყეთ და უკვე მომავალ წელს, შეჩერებულ მშენებლობას გავაგრძელებთ. ძალიან მალე აფრიკის დასახლებას ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი ექნება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ცნობისთვის, ახალი საბავშვო ბაღი 15-ჯგუფიანი იქნება და 500 აღსაზრდელს მოემსახურება.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა