გია ვოლსკი - ომის დროს შეიძლება ბოკერია არ გაქცეულა, პირიქით ჩამოვიდა, იმ პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მაგრამ საიდან უნდა გაქცეულიყო, რისგან უნდა გაქცეულიყო?

ომის დროს შეიძლება ბოკერია არ გაქცეულა, პირიქით ჩამოვიდა, იმ პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მაგრამ საიდან უნდა გაქცეულიყო, რისგან უნდა გაქცეულიყო?- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპონენტები პანდემიის კრიზისს და 2008 წლის კრიზისს ადარებენ ერთმანეთს, თუმცა, წინა ხელისუფლებას მათგან განსხვავებით, კრიზისის დროს მოსახლეობისთვის რაიმე დახმარების პაკეტი არ შეუთავაზებია.

„ერთადერთი, რაც დამაიმედებლად ჟღერდა ჩვენი ოპონენტების გამოსვლაში ის არის, რომ ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ვოლსკი 12 წელია ერთი და იგივეს ლაპარაკობსო, ესე იგი 12 წელია მისმენს. 12 წელია თუ მისმენენ ჭიაბერაშვილი და მისი მეგობრები, უნდა ახსოვდეთ გამონათქვამები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი დაიხოცა, იმას აღარ ვლაპარაკობ პირდაპირ ქუჩაში რომ დახოცეს და იმათ სისხლზე დაამყნეს თავის ხელისუფლება, იმ ადამიანებზე არ ვლაპარაკობ, რომლებსაც კისერზე გადაუარეს თავის სადისტური მმართველობით და დატოვეს ქონების გარეშე.

კრიზისი შეადარეს კრიზისს -2008 წლის შემდეგ. ომის დროს შეიძლება, ბოკერია არ გაქცეულა, პირიქით ჩამოვიდა, იმ პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მაგრამ საიდან უნდა გაქცეულიყო, რისგან უნდა გაქცეულიყო? ურთულეს პირობებში ჩვენმა ხელისუფლებამ მაინც შეძლო გარკვეული პაკეტის გაკეთება და მდგომარეობის შემსუბუქება კერძო ადამიანებისთვის თუ ბიზნესმენებისთვის. მათ კი არც ერთი საკითხი არ ჰქონდათ დაფინანსებული და ყურადღების მიღმა ჰქონდათ დატოვებული, ამასთან დაკავშირებით სინანულიც კი არავის გამოუთქვამს. ერთი მთავარი მიზანი გამოიკვეთა ამ გამოსვლების დროს - მათი საკრალური ოცნება - შეჭირვებული ხალხი დაარწმუნოს, რომ გაჭირვება შეზღუდვებმა განაპირობა, რომელიც თავის მხრივ, განპირობებული იყო არასწორი ეკონომიკური გათვლებით და პოლიტიკური მიზნებით, რომ თურმე მათი მომხრეები უნდა გამოვკეტოთ და ჩვენს მომხრეებს გზა უნდა გავუხსნათ საარჩევნო ყუთებისკენ. ეს არის მთელი კონცეფცია და რაც უფრო ხმამაღლა, უზრდელურად, მართლაც უტიფრად გამოვლენ, რაღაც პროპაგანდისტულ გავლენას მოახდენენ ადამიანებზე. იგივე ჭიბერაშვილის მმართველობის დროს მოგაგონებთ, როცა ის იყო ჯანდაცვის მინისტრი, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა თუნდაც, ციხეებში და გამოდის და უტიფრად ამტკიცებს, რომ თურმე с ჰეპატიტის პროგრამა ჩამოგვეშალა. უფრო შორს აღარ წავალ, ყველაზე რბილი შეფასებების მქონე ადამიანზე გავამახვილე ახლა ყურადღება,“- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას უსმენდნენ. დარბაზში პერიოდულად იყო ხმაური და დაძაბულობა. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ხმაური გამოიწვია იყო უმრავლესობის წევრების რეპლიკა „ევროპული საქართველოს“ მისამართით, რომ ისინი „ომის დროს ქვეყნიდან გარბოდნენ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო