იმ პირის სახლის და ოფისის ჩხრეკა მიმდინარეობს, რომელმაც მიხეილ რამიშვილს ბაჩალიაშვილის საქმეზე სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა

დავით ფურცხვანიძის საცხოვრებელ სახლსა და ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სწორედ ფურცხვანიძემ მიაწოდა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი საგამოძიებო უწყებაში იმყოფება.

დავით ფურცხვანიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ფოტომასალა მას პარტნიორებმა უცხოეთიდან გამოუგზავნეს. მისივე განმარტებით, ის ანალიტიკურ სააგენტოს ფლობს და „დიდ საქმეს“ იძიებს, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეც.

ცნობისთვის, პრიკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსტერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

იხილეთ ვიდეო:იმ პირის სახლსა და ოფისში, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტომასალა მიაწოდა, საგამოძიებო მოქმედებები დაიწ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა