ამირან გამყრელიძე - ინფიცირებულებს შორის ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, 13 კრიტიკული პაციენტია

ინფიცირებულებს შორის, ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულებს შორის 13 კრიტიკული პაციენტია, საიდანაც 4 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი სამკურნალოდ.

„ინფიცირებულებს შორის, ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები. მაგრამ, ძირითადად მაინც ესენი გახლავთ უსიმპტომოები, ამ საერთო რიცხვიდან 1639-დან 10-15 პროცენტის ფარგლებში არიან უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც გადადიან ძირითადად საკარანტინო სივრცეში და იქ იმართებიან.

ასევე გვყავს 13 კრიტიკული პაციენტი. 5 გახლავთ ხელოვნურ ვენტილაციაზე, აქედან 4 აფახაზეთიდან გადმოყვანილი ავადმყოფია. მოგეხსენებათ, აქტიურად ვეხმარებით ჩვენს აფხაზეთის რეგიონს, თუ რამე მძიმე შემთხვევა არის, სწრაფად გადმოგვყავს ისინი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

8 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, მაგრამ ისინი ჟანგბად დამოკიდებულები არიან ინფიცირებულებს შორის მძიმე 70-მდე ადამიანია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად მზარდი დინამიკისა, ქვეყანაში სიტუაცია მმართვადია.

„ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა გვაქვს, რაც ძირითადად აჭარის რეგიონის ხარჯზე ხდება, ვინაიდან ეპიდაფეთქებაა და ყველაზე ცხელი წერტილია, სიტუაცია სრულად მართვადია მთელ ქვეყანაში, მათ შორის, აჭარის რეგიონშიც“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს