ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, ტემპერატურის მომატების დროს აუცილებელად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, ტემპერატურის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. მისი თქმით, ტემპერატურის მქონე ავადმყოფი აუცილებლად თვითიზოლირებული უნდა იყოს.

„მივმართავ, როგორც ბათუმის და აჭარის, ასევე მთელი საქართველოს მოსახლეობას, ტემპერატურის მომატების დროს ყველა პაციენტმა აუცილებელია მიმართოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ტარდება ტესტირება და ნიმუშის აღება კოვიდ ინფექციაზე. მათ თავისუფლად შეუძლიათ, რომ დარეკონ 112-ზე, ისინი გადაამისამართებენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და იქ ჩაუტარდებათ ტესტი, რომლის პასუხი 24 საათში იქნება, მაგრამ, მანამდე, ტესტის ჩატარების შემდეგ, ტემპერატურიანი ავადმყოფი აუცილებლად უნდა იყოს თვითიზოლირებული, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ჰქონდეს თავის ოჯახის წევრებთან და ასევე, გარემოცვასთან“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, შემოდგომის სეზონისთანავე აქტიურდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექცია, ამიტომ, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„პირველ სეზონი იქნება, როდესაც იქნება თანხვედრა ორი ინფექციის-კოვიდ 19-ის და გრიპის. მოგეხსენებათ, ორივე რესპირაციული ინფექცია გახლავთ, კლინიკურად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მათი გარჩევა შეიძლება ძირითადად ლაბორატორიულად, ამიტომ 21 ლაბორატორია, რაც ამჟამად მუშაობს ქვეყანაში, გარდა კოვიდისა, შემდგომში აწარმოებენ გრიპის დიაგნოსტიკასაც. ასევე, ყველა კლინიკას ეთხოვა, რომ დროულად მოიმარაგონ სწრაფი ტესტები, რადგან ნოემბერში, როცა შეიძლება ეს პროცესი დაიწყოს, ადვილად მოვახდინოთ ამ ორი რესპირაციული ინფექციის დიფერენცირება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა