ჯანმო-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი - სკოლებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს და დაწესებულებებს შორის ის უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და  ბოლო, რომელიც დაიკეტება

სკოლებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს და დაწესებულებებს შორის ის უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და ასევე, უნდა იყოს ბოლო, რომლის დაკეტვაც განიხილება,- ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ვასილი ესენამანოვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა. ამასთანავე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური სწავლებისას მნიშვნელოვანია შესაბამისი ტექნიკური მომზადება.

„გვჯერა, რომ განათლების მიღების გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში და ამასთანავე, ბავშვების სოციალიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გეოგრაფიული განაწილებით იხელმძღვანელოს. იმ გეოგრაფიულ არეალებში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სკოლების დახურვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, ამ შემთხვევაში სკოლები უნდა დაიხუროს, მაგრამ თუ ასეთი აუცილებლობა არ იქნება, სკოლებმა უნდა იმუშაოს.

ასევე, გასათვალისწინებელია სკოლების დახურვის გავლენა არა მხოლოდ ბავშვების განვითარებაზე, არამედ თითოეულ ოჯახზე, რადგან ამ შემთხვევაში მშობლებს უწევთ ყოველდღიური ეკონომიკური აქტივობის მიტოვება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხარისხიანი დისტანციური სწავლებისთვის შესაბამისი ტექნიკური პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი და იმ დროს, როდესაც სკოლები ჯერ კიდევ დაკეტილია, მნიშვნელოვანია, მოხდეს მათი აღჭურვა და მომზადება, რაც შეიძლება სწრაფი გახსნისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამ რისკის მინიმუმამდე შემცირება უნდა მოხდეს.

სკოლაში ბავშვები შეიძლება დაინიფიცირდნენ და მათ შეიძლება გაავრცელონ ვირუსი. რა თქმა უნდა, რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, ნაკლებია შანსი სერიოზული დაავადების განვითარების, თუმცა საყურადღებოა, რომ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო რთულია შესაბამისი ზომების დაცვა, ძალიან რთულია იმის უზრუნველყოაფა, რომ ბავშვმა ატაროს ნიღაბი წესების დაცვით, დაიბანოს ხელები რეგულარულად და ყველაზე საყურადღებოა ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ფიზიკური დისტანციის დაცვა,“- განაცხადა ვასილი ესენამანოვმა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მიღებული აქვს წესები, რომელიც შეამცირებს ვირუსის გავრცელების ალბათობას სკოლების გახსნის შემთხვევაში. მათ შორის არის სკოლის სივრცის ისე ათვისება, რომ დერეფნებში ბავშვების თავმოყრა არ მოხდეს.

„გასათვალისწინებელ წესებს შორის არის თერმოსკრინინგი, რიგის დაწესება სკოლაში შესვლისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების მცირე ჯგუფებად დაყოფა, რომლებიც ერთმანეთში არ აირევიან და ასე მოხდება გავრცელების შემცირება ერთიდან მეორე ჯგუფში. ასევე, მნიშვნელოვანია ფიზიკური გარემოს ორგანიზება. როგორც იცით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ უნდა მოხდეს 1 -მეტრიანი დისტანციის დაცვა, ასე რომ არ უნდა იყოს ერთ მეტრზე ნაკლები მანძილი საკლასო ოთახში მერხებს შორისაც. ასევე მნიშვნელოვანია სკოლაში მოსწავლეების გადაადგილების ორგანიზება, რათა იყოს სხვადასხვა შესასვლელი და გასასველელი, სასურველია დერეფნებში მოძრაობა ერთი მიმართულებით იყოს ორგანიზებული, რათა არ მოხდეს მოსწავლეების ერთმანეთთან შეჯახება. ასევე უნდა იყოს ხელების სველი წესით დამუშავების შესაძლებლობა, რაც შეიძლება ბევრგან უნდა იყოს დამონტაჟებული სანიტაიზერები, ხშირად უნდა მოხდეს მერხების, მაგიდებისა და საზიარო ნივთების დასუფთავება და ძალიან მნიშვნელოვანია სივრცის ხშირად განიავება. ნიღბები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა ბავშვების შემთხვევში ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომა არ უნდა იყოს,“- განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს