ირანში, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

ირანის მთელს ტერიტორიაზე, კოვიდინფიცირებულებისა და ვირუსით დაღუპულთა რაოდენობის ზრდის გამო, განგაშის წითელი დონე გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

„ნარინჯისფერი და ყვითელი აღარსად გვაქვს, მთელი ქვეყანა წითელია. თუკი არსებული ნაჩვენებელი შენარჩუნდება, დაღუპულთა რაოდენობა 45 000-ს მიაღწევს,“- აღნიშნა ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაჯ ჰარირჩიმ.

მისივე თქმით, ფატალური შემთხვევების შემცირება მხოლოდ მოსახლეობის 95 %-ის მიერ პირბადეების გამოყენებითა და საზოგადოებრივი შეკრებების განახევრებითაა შესაძლებელი.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს კიდევ 144 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 23 952-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 3 049-ით, 416 198-მდე გაიზარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო