ბადრი ჯაფარიძე - საქართველო პანდემიამდეც გადაქცეული იყო მაჩანჩალა ქვეყნად რეგიონში

სქართველოში ეკონომიკური პოლიტიკა არ არსებობს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მოსმენას და ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე გამართულ დებატებს გამოეხმაურა.

ჯაფარიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ეროვნულ ვალუტაზე მსოფლიოში არსებული ობიექტური მიზეზები ახდენს ზემოქმედებას, მმართველი პარტიის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, რაც ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას უწყობს ხელს.

„ეკონომიკური პოლიტიკა არ არსებობს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამე, ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკა შეიძლება მაშინ, როდესაც ის არსებობს. როდესაც ჩვენ გვაქვს ქაოტური ნაბიჯები ეკონომიკაში, სწორედ ეს იწვევს დაბნეულობას და ეს იწვევს სწორედ იმ გარემოებას, რომ დღეს წნეხი არის ეროვნულ ვალუტაზე. გარდა იმისა, რომ არსებობს ობიექტური მიზეზები იმ წნეხისა, რომელიც არის ეროვნულ ვალუტაზე, არსებობს კიდევ 2 ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს ეროვნულ ვალუტაზე წნეხს. ეს არის ცუდი მოლოდინები ამ ხელისუფლების მიმართ და ნდობა. მოლოდინი ხშირად არის განმსაზღვრელი იმისი, თუ როგორ იკლებს ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში. ამ ხელისუფლების მიმართ მოლოდინი არის უარყოფითი, ამიტომ ადამიანები ცდილობენ, რომ ლარი გადაიყვანონ მყარ ვალუტაში და ასე უფრო გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიამდეც ქვეყანა უკვე ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში იყო გადაქცეული მაჩანჩალა ქვეყნად რეგიონში, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ უცხოური ინვესტიციები პრაქტიკულად განიდევნა ჩვენი ქვეყნიდან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, არსებული ხელისუფლების პირობებში ლარის კურის გასამყარებლად ეფექტური ნაბიჯების გადადგმას არ მოელის.

„ამ ხელისუფლების პირობებში, როდესაც მას ნდობა სრულად აქვს დაკარგული მოსახლეობის მხრიდან და როცა არ არსებობს მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება რაიმე ეფექტურ ნაბიჯს გადადგამს ეკონომიკური ვითარების გასაუბჯობესებლად, რაიმე დადებითი ძვრა ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებაში მე არ მაქვს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა