ბადრი ჯაფარიძე - ის, რომ მოსახლეობის 70%  არ ამბობს, ვის უჭერს მხარს, ეს არ არის რეალობის ასახვა, მაგრამ ის, რომ „ლელო“ მეორე ძალად დაგვასახელეს, ეს არის რეალობა

პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტიას აქვს ყველანაირი საფუძველი იფიქროს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, ამის საფუძველს იძლევა ის მხარდაჭერა და რეიტინგები, რომლებსაც „ედისონ რისერჩის“ კვლევის თანახმად „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა გიგლა მიქაუტაძემ და საბა ბუაძემ მიაღწიეს. ჯაფარიძის შეფასებით, ეს რეიტინგები მხოლოდ მზარდი იქნება.

„ედისონ რისერჩის“ კვლევის მიხედვით, პირველ ადგილზე გლდანში არის ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი და მესამე ადგილზე არის გიგლა მიქაუტაძე, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც ორი კვირის წინ დავასახელეთ და მას აქვს 12%-იანი რეიტინგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. აიღეთ საბა ბუაძე, მას აქვს 10%-იანი რეიტინგი მთაწმინდაზე. ის არის ახალგაზრდა პოლიტიკოსი, 29 წლის, უკიდურესად ნიჭიერი, ის არის იურისტი. თქვენ გქონიათ ასეთი პრეცედენტი, რომ 8 თვის პარტიის ახალგაზრდა კანდიდატს ჰქონდეს ასეთი რეიტინგები? მე ასეთ პრეცედენტებს ვერ ვიხსენებ და ეს არის თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი ჩვენთვის იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს საარჩევნო ოლქებში. ეს ახალგაზრდები ყოველ დღე ხვდებიან მოსახლეობას და რეიტინგი მხოლოდ შეიძლება გაიზარდოს გლდანშიც და მთაწმინდაზეც. მე ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ იმაზე, რომ შედეგი 31 ოქტომბერს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ სოციოლოგიური კვლევები არსებულ მოცემულობას არ აჩვენებს, რადგან მოსახლეობის 70% თავს იკავებს და არ აკონკრეტებს, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს.

„სოციოლოგიური გამოკვლევების წაკითხვას აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენ პირველად, IRI-ს კვლევებში აღმოვჩნდით მეორე ადგილზე იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელსაც ანდობდა ხელისუფლებას ჩვენი მოსახლეობა. ეს, ჩემი აზრით, არის უპრეცედენტო მიღწევა 8 თვის პოლიტიკური პარტიისთვის. რაც შეეხება დანარჩენ რეიტინგებს, უნდა მიაქციოთ ყურადღება კიდევ სხვა გარემოებას, რომ ჩვენ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობის მოსახლეობა, რომელიც თავს იკავებს საჯაროდ თქვას მისი მხარდაჭრის შესახებ ოპოზიციური პარტიების მიმართ, ამიტომ მათი დამოკიდებულება სხვადასხვა არხითა და სხვადასხვა გზით ვლინდება. როცა მოსახლეობის 70% თავს იკავებს და არ ამბობს, ვის უჭერს მხარს, ეს არ არის რეალობის ასახვა. მაგრამ ის მოცემულობა რომ ჩვენ მეორე ძალად დაგვასახელა მოსახლეობამ ეს არის რეალობა, რომელსაც მე ყოველ დღე ვხვდები საბურთალოს საარჩევნო ოლქში და ეს არის ძალიან დამაიმედებელი და მნიშვნელოვანი მიღწევა „ლელო საქართველოსთვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა