ბადრი ჯაფარიძე საბურთალოს ოლქზე - ვგეგმავ, რომ პირველივე ტურში მოვახერხოთ გამარჯვების მიღწევა

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამომრჩევლებს საკუთარი გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და ახლა აწუხებთ, რამდენად დაცული იქნება არჩევნებზე მათ ხმები.

როგორც ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ლელო“ უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლის ხმა დაიცვას.

„შეხვედრებზე, რომელიც საბურთალოს ოლქში მაქვს ხოლმე, ყველაზე მთავარი კითხვა არის - „როგორ დაიცავთ ხმებს? უზრუნველყავით ხმების დაცვა“. ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და მათ აწუხებთ ის, მოვახერხებთ თუ არა, რომ ჩვენ დავიცვათ მათი ხმები. ჩემი პასუხი არის ერთადერთი - ჩვენი თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული. არ უნდა იყოს მოსახლეობაში განცდა, რომ შესაძლებელია მათ ხმები ვინმემ მოიპაროს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად „ლელოს“ მხარდამჭერების მიმართ პროვოკაციებისა, პარტია საარჩევნო კამპანიას მშვიდად განაგრძობს.

„როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ მართული ძალები გააგრძელებენ მცდელობას ჩვენი პროვოცირების, მაგრამ ეს პირიქით, გვმატებს ძალას. ჩვენს მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა, რომ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას ძალიან მშვიდად. მთავარია ადამიანებმა ირწმუნონ, რომ მათ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არ შეეშინდეთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ბადრი ჯაფარიძის შანსებს, როგორც ის აღნიშნავს, მისი კანდიდატურის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებაა.

„ვგეგმავ, რომ პირველივე ტურში მოვახერხოთ გამარჯვების მიღწევა. ამის საფუძველს მაძლევს ის შეხვედრები, რომელის მაქვს ყოველდღიურად და ადამიანების მზაობა, ზოგჯერ კატეგორიული მოთხოვნაც კი - „გაისტუმრეთ ხელისუფლება“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა