ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების თანამშრომლების გეგმური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და დადებითი იყო.

მათი განმარტებით, ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ.

„მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. სახანძრო-სამაშველო შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა