ეკა ბესელიას განცხადებით, საჭიროა საქმის კურსში ჩააყენონ დეპუტატები, თუ რას ელოდებიან და რატომ არ დაიწყო სხდომა დროულად

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელიც 18:00 საათზე უნდა განახლებულიყო, 19:00 საათზე განახლდა. სხდომაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით უნდა განიხილონ. აღნიშნულთან დაკავშირებით სხდომაზე ეკა ბესელიამ პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ საჭიროა საქმის კურსში ჩააყენონ დეპუტატები, თუ რას ელოდებიან და რატომ არ დაიწყო სხდომა დროულად.

„იქნებ განმარტება გააკეთოთ, რას ველოდებით აქ ამდენი საათის განმავლობაში? ჯერ 4 საათზე გამოცხადდა კენჭისყრა, შემდეგ 6, ახლა 7 ხდება. ჩვენ აქ ვსხედვართ და გელოდებით. განმარტება მაინც გააკეთეთ, რას ველოდებით, სადღაც რომ ტექსტი იწერება ახალი, რომელიც დარბაზში ისე უნდა დარიგდეს, რომ არავინ იცის, რა იწერება, ამას ველოდებით თუ სხვა რამეს? თუ ვინმეს ეს საკითხი არ აწუხებს, მე მაწუხებს, შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს მთელი დღეა, რომ რაღაცას ველოდები და არ ვიცი რას ველოდებით,“- განაცხად ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ წინასწარ გაეცნონ პროექტს და მეორე მოსმენის ფარგლებში დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები.

„მე მგონი, მე თქვენ გითხარით პირადად, ქალბატონო ეკა, რასაც ველოდებით. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტზე მუშაობს პარლამენტი, შესაბამისად, პირველ და მეორე მოსმენას შორის, იმის გამო, რომ მე მქონდა 3 სამუშაო შეხვედრა ყველა მხარესთან, ვინც ამ პროცესშია ჩართული და ღია მოწვევა გვქონდა დაგზავნილი ყველას, შესაბამისად, მათი რეკომენდაციები და მათი მოსაზრებები განიხლება ძალიან დეტალურად, თითოეულ წინადადებაზე ხდება მსჯელობა და დამუშავება. მხოლოდ და მხოლოდ ეს პროცესია. რასაკვირველია თქვენ წინასწარ გექნებათ პროექტი. არ იფიქროთ, რომ განხილვის გარეშე მოხდება მეორე მოსმენა, ჩვეულებრივი სრულფასოვანი მეორე მოსმენის პროცედურა იქნება,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს