ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში WeChat-ისა და TikTok-ის გადმოწერას დაბლოკავს

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში WeChat-ისა და TikTok-ის გადმოწერას დაბლოკავს. გადაწყვეტილება ძალაში კვირას შევა. ამერიკელები ჩინეთის საკუთრებაში არსებული პლატფორმების გადმოწერას ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხის გამო ვეღარ შეძლებენ.

„როიტერსის" ცნობით, TikTok-ის ამჟამინდელი მომხმარებლები ცვლილებას ვერ შეამჩნევენ, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ისინი TikTok-ისთვის დამატებით ტექნიკურ ოპერაციებს 12 ნოემბრამდე არ აკრძალავენ. ეს დამატებითი დროა იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა მფლობელი "ByteDance" ამერიკის ოპერაციებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას.

აშშ-ში პოპულარული აპლიკაციის გადმოწერის აკრძალვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ჯერ კიდევ შეუძლია. ByteDance მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის Oracle Corp-თან, ახალი კომპანიის, "TikTok Global"-ის შესაქმნელად, რათა ამერიკელი მომხმარებლების მონაცემთა უსაფრთხოებას მეტი ყურადღება მიექცეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა