ჯანმო-ს წარმომადგენელი - ამჟამად მსოფლიოში 175 კანდიდატი ვაქცინაა, აქედან ადამიანებზე ტესტირების ეტაპს 34 ვაქცინა გადის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში 175 კანდიდატი ვაქცინაა, აქედან ადამიანებზე ტესტირების ეტაპს 34 ვაქცინა გადის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოცდის ბოლო მესამე ფაზაზე AstraZeneca, Moderna, CanSino და Gamaleya Research Institute კანდიდატები გადადიან.

„ამჟამად 175 -ზე მეტი ვაქცინაა, რომლებსაც კანდიდატ ვაქცინებს ეძახიან და ისინი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე არიან. ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 34 ვაქცინა არის ადამიანებზე გამოცდის ეტაპზე და და ასევე გვაქვს ვაქცინები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და ცდის საბოლოო მესამე ეტაპზე გადავიდნენ. ზოგადად რომ ვიცოდეთ, ვაქცინის წარმატების მაჩვენებელი არის 10%, ანუ ვაქცინების მხოლოდ 10% ითვლება წარმატებულად. ვაქცინები გადიან ახლა დაჩქარებულ პროცესს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში 8-ჯერ არის დაჩქარებული და ამას თავისი გამოწვევები აქვს და სირთულეებთან ერთად ახლავს უფრო მეტი პასუხისმგებლობა როგორც მწარმოებელის, ასევე მაკვალიფიცირებელი ორგანიზაციის მიმართ, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართაც. ტესტირების ეტაპზე უკვე 34 ვაქცინა გადის,“- განაცხადა ვასილი ესენამანოვმა.

მისივე თქმით, ვაქცინის შექმნის შემდეგ რამდენიმე გამოწვევა კვლავ რჩება, მათ შორის ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობა, საკმარისი რაოდენობის წარმოება მთელი მსოფლიოსთვის და ანტი-ვაქცინაციის მოძრაობასთან გამკლავება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო