რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის დელეგაცია ეწვია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეწვია საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის დელეგაცია ეპისკოპოს მარკუს შოხის ხელმძღვანელობით, რომელმაც სააგენტოს წარუდგინა მსოფლიო ლუთერული კავშირის გერმანიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ვიუტერბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი დოქტორი ფრანკ ოტფრიდ იული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მრჩეველი კლაუს რიტი და პასტორი ირინა სოლეი.

„სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რომელმა ხაზი გაუსვა ქართულ-გერმანული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნისათვის ,საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მოღვაწეობას 200 წლის მანძილზე და მადლობა გადაუხადა ეპისკოპოს შოხს სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის.

ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრაზე ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის ისტორიის, ,მისი ფუნქციონირების მიზნებისა და ამოცანების შესახებ და გააცნო სტუმარს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები . მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააგენტოს აქტივობებში ყოველთვის მონაწილეობს საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია და სტუმრებს გადასცა სააგენტოს მიერ გამოცემული რელიგიური რუკები, ინტერრელიგიური კალენდარი,წლების მანძილზე ჩატარებული კონფერენციის მასალები და სხვა გამოცემები.

სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და გამოთქვა მზადყოფნა, ეტაპობრივად გადაიჭრას ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წინაშე არსებული საკითხები. შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი აქტივობებიც.

ეპისკოპოსმა იულიმ, შემდგომ კი ეპისკოპოსმა შოხმა, მადლობა გადაუხადეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისათვის, სახელმწიფოს მიერ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მხარდაჭერის და თანამშრომლობისათვის და მადლიერების ნიშნად გადასცეს სიმბოლური საჩუქარი.

შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა