ეკა ბესელია უმრავლესობას - რასაც თქვენ პროცედურასთან დაკავშირებით აკეთებთ, პარლამენტს აყენებთ შეურაცხყოფას  - ეს არის ახალი კანონი და შემოგაქვთ სადღაც პარტიზანულად დაწერილი

ეს არის ახალი კანონი და შემოგაქვთ სადღაც პარტიზანულად დაწერილი,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა არ იცავს პროცედურებს და რეალურად შეურაცხყოფას აყენებს პარლამენტს.

„ახლა რასაც თქვენ პროცედურასთან დაკავშირებით აკეთებთ, პარლამენტს აყენებთ შეურაცხყოფას და ყველას ვინც ამ პროცესს თვალს ადევნებს. რა არის ეს რაც ახლა ხდება. მეორე მოსმენის ტექსტი დაარიგეთ სხდომაზე, კენჭისყრის წინ შემოიტანეთ სრულიად ახალი ტექსტი, რომლის 7 პუნქტი არის სრულიად ახალი დამატებული, რაც მოვასწარი ნახვა. რა დაამატეთ, რატომ დაამატეთ, განმარტება გააკეთეთ.

რომელ რეგლამენტში წერია, რომ მეორე მოსმენის დროს გაქვთ დამატებული ახალი პუნქტები. ჯერ გამაგებინეთ და იმ ხალხს გააგებინეთ, ვინც ასეთ მნიშვნელოვან კანონს ადევნებს თვალს, თუ ამდენი რამე შესაცვლელი იყო, რომელმაც ლამის გამოიწვია ცუნამი ამ პარლამენტში და ვნებათაღელვა, რომ გეუბნებოდით, რომ არ ვარგა ეს კანონი და წესები არ გესმოდათ და ამბობდით, რომ ძალიან კარგი წესები მიიღეთ. ამდენი რამე თუ იყო შესაცვლელი, ამით იქებდით თავს? ეს არის ახალი კანონი და შემოგაქვთ სადღაც პარტიზანულად დაწერილი. მე კი ვიცი სადაც იწერება და როგორც გაწერინებენ ამ კანონპროექტს,’- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, პლენარული სხდომა რომელიც 18:00 საათზე უნდა განახლებულიყო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, რასთან დაკავშირებითაც პროტესტი გამოხატა ეკა ბესელიამ. მოგვიანებით სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრამდე შესვენება გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებოდათ პროექტს გაცნობოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო