კახა კალაძე - სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მის ოჯახის უმსხვილესი ინვესტიციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული პროექტი ხორციელდება

ქუთაისი თავის თავში უამრავ საგანძურს იტევს, რაზეც ძალიან დიდი ხანი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა პირადად ჩემთვის ქუთაისი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სულის და კულტურის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქუთაისში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას განაცხადა.

კალაძის თქმით, სწორედ ქუთაისში მდებარეობდა ქართული ერისთვის ფუნდამეტური მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება.

„ამისთვის შორეულ ისტორიაში რომ არ წავიდეთ, საკმარისია გალაკტიონისა და „ცისფერყანწელების“ ამ დიდი ადამიანების მოღვაწეობა გავიხსენოთ, რომლებიც აქ, ამ ქუჩებში დააბიჯებნენ, ჩვენი მშობლების, ბებიების, ბაბუების გვერდით სწავლობდნენ, მათთან ერთად იზრდებოდნენ, ემზადებოდნენ საქართველოს ისტორიაში საკუთარი სახელების ოქროს ასოებით ჩაწერისათვის.

ამ ფონზე, მითუმეტეს იმ გათვალისწინებით, რომ სწორედ აქ მდებარეობდა ჩვენი ერისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება, გელათის აკადემია, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და მის ოჯახის უმსხვილესი ინვესტიციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული პროექტი ხორციელდება. ბუნებრივია ასეთი პროექტების განხორციელება არ მხოლოდ ქუთაისისთვის, არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას იმ პოტენციალის ბოლომდე ათვისების, რაც ამ ქალაქს გააჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით