გიორგი გახარია - მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოწვევებს ერთად ვუპასუხებთ

მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოწვევებს ერთად ვუპასუხებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, მას შემდეგ რაც მივაღწევთ მიზანს, მივაკაკუნებთ და შევაჯიბეთ იმ დიდ ევროპულ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილი ყოველთვის იყო ისტორიულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მან იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქუთაისსა და იმერეთში ხორციელდა. მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოები უპრეცედენტო და ურთულესი სამუშაოებია, რომელიც რეგიონში ჩატარებულა.

„რიკოთის უღელტეხილი არის ის, რაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისსა და ქუთაისს შეართებს ისე ინფრასტრუქტურულად, რომ ხარისხობრივად შეცვლის ქვეყნის განვითარების სისწრაფეს ყველა განზომილებით. ეს იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ეკონომიკისთვის უდიდესი სარგებელი. წარმოიდგინეთ, რომ დღეს რიკოთის უღელტეხილზე უკვე მიმდინარეობს საამუშაოები - 99 გვირაბი და 53 ხიდი, უაღრესად ურთულესი საინჟინრო სამუშაოები, რომელიც, ამ რეგიონში არ ჩატარებულა. ქუთაისის შემოვლითი გზა, ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი გზა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არ მინდა უკვე გაკეთებულზე საუბარი, მაგრამ ქუთაისის წყალმომარაგება, რომელიც ივლისში გაეშვა და რომლის წყალობითაც, 200 ათასმა ქუთაისელმა ოჯახმა პირველად ისტორიაში 24-საათიანი წყალმომარაგება იგრძნო. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, უამრავი საქმეა გასაკეთებელი და დასასრულებელი იმისთვის, რომ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს და ქუთაისი იყოს ისეთი კომფორტული საცხოვრებელად, როგორც იმსახურებს,“- განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ხელისუფლების ძირითადი მიზანი არის ადამიანის კეთილდღეობა.

„ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ვგულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფოს პირველადი მოვალეობა, აუცილებლობა, პირველადი ფუნქციები არის ბავშვი, ჩვენი ახალგაზრდობა და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები. ყველაზე აუცილებელი სასიკეთო პირობები ბავშვებისთვის ჩვენ უნდა შევქმნათ, ამას ვაკეთებთ ბაღიდან დაწყებული სკოლით გაგრძელებული. ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის გაზრდა - არ გაზრდა ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო. ჩვენ ბოლოს და ბოლოს შევძელით, რომ შევიტანეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უბრალოდ გარანტიას აძლევს მოხუცებულებს, რომ მათი პენსია ყოველწლიურად გაიზრდება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მასწავლებლები, ჩვენი პოლიციელები ექიმები- ეს ის საბაზისო ინფრასტრუქტურაა, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება, ემსახურება თავის მოქალაქეებს და, რა თქმა უნდა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის გვერდით ვედექით და დავუდგებით. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ამ პანდემიის პერიოდშიც. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, ჩვენი გეგმა განპირობებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ჩვენ საბოლოოდ უნდა გავხდეთ ძლიერი ეკონომიკურად, სამართლიანი, ევროპული და განთლებული სახელმწიფო და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს ერთად ვუპასუხებთ. მინდა გითხრათ, რომ არა ცალკეული პარტიის ინტერესიდან, არამედ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ სამართლიან ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ და მინდა თითოეულ თქვენგანს გამარჯვება გისურვოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს