მიხეილ რამიშვილი - თუ ასე სიყალბეზე იყო ლაპარაკი, მოეძიებინათ, სახელმწიფოს რესურსების მეტი რა აქვს და დაედოთ საპირისპირო სატელიტიდან გადაღებული სურათები, სადაც მართლა იდგა ავტომობილი

ადამიანზე, რომელსაც სულ რამდენიმე კვირაა ვიცნობ, მიდის ყველანაირი ფორმატით ზეწოლა, რომ იქნებ ათქმევინონ ისიც, თითქოს მე და დავით ფურცხვანიძემ ჯგუფურად დავიწყეთ გაყალბება, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანისუს“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითიც დავით ფურცხვანიძის სახლში მიმდინარე ჩხრეკას გამოეხმაურა. საქმე ეხება ადამიანს, რომელმაც ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, სატელიტით გადაღებული ფოტომასალა მიაწოდა. რამიშვილის განმარტებით, პროკურატურა ყველაფერს ცდილობს, რათა ის საქმიდან ჩამოაშორონ.

„ისინი ყველაფერს ეცდებიან, რომ პასუხისმგებლობა ჩემზე გადმოამისამართონ, მეც ამ საქმეში, როგორც ერთ-ერთი თანამონაწილე გამხადონ, რომ როგორმე ამ საქმეს ჩამომაშორონ და თავიდან როგორც უნდოდათ, თვითმკვლელობის ფორმატში შეფუთული ეს ბინძური საქმე, ასე მოეტყუებით შემოიტანონ. მე ამაში ხელი შევუშალე თავიდანვე. ახლა უნდათ რაღაცნაირად შეფუთონ, მეც ჩამრთონ ამ საქმეში, თითქოს თანამონაწილე გამხადონ, როგორღაც ჩამომაშორონ ამ საქმეს, რაღაც ჯგუფი შექმნან ჩემგან და ორი კვირის გაცნობილი ადამიანით. თავიდან ხომ დაიწყეს ჩემი ოჯახის წევრების თვალთვალი, ჩემზე ხომ მუქარას ახორციელებდნენ, ჩემს გოგოზე მიყურადებას ახორციელებდნენ და რას არ აკეთებდნენ და ახლა კიდევ მოიგონეს რაღაც. თუ ასე სიყალბეზე იყო ლაპარაკი, მოეძიებინათ, სახელმწიფოს რესურსების მეტი რა აქვს და დაედოთ საპირისპირო სატელიტიდან გადაღებული სურათები, სადაც მართლა იდგა ავტომობილი. ავტომობილი მანდ არ იდგა. ვერც იდგებოდა,“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა