26-27 სექტემბერს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

26-27 სექტემბერს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი განმარტებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ16-კმ17 მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა